ვირუსის თავიდან აცილების მიზნით თვითიზოლაცია ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებად და პრევენციულ ღონისძიებად არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სახლში, ოჯახთან ერთად უწევს დროის გატარება, რაც ერთგვარად ნიშნავს შეზღუდულ გადაადგილებას, რის გამოც ფერხდება D ვიტამინის ათვისება ორგანიზმში, მისი ნაკლებობა კი თავისთავად იწვევს იმ პრობლემათა ჩამონათვალს, რომელთა სიაც საკმაოდ ვრცელია და რომლებიც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტითაა გამოწვეული.
რატომ არის აუცილებელი D ვიტამინის მიღება?

D ვიტამინი დიდი რაოდენობით აუცილებელია ორგანიზმის, განსაკუთრებით ძვლების ზრდისთვის და სრულყოფისთვის. ეს ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რასაც კუჭ-ნაწლავი შეიწოვს, შემდგომ კალციუმი და ფოსფორი სისხლში ხვდება, შემდეგ ძვლების მოზარდ ნაწილებში გადადის, ამიტომაა აუცილებელი D ვიტამინის გამოყენება.
D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კბილების გაფუჭებას, კუნთებისა და იოგების სისუსტეს. ასევე D ვიტამინის დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, რაც ნიშნავს გაზრდილ რისკს სხვადასხვა ტიპის ინფექციური ვირუსების, გრიპის დროს. მისი დეფიციტი ასევე იწვევს კიბოს განვითარებას, დიაბეტს, კარდიოვასკულარულ დაავადებებს, ქრონიკულ ანთებით პროცესებს ორგანიზმში, თირკმლის უკმარისობას, დეპრესიას, ნერვული დაავადებების გაზრდილ რისკებს.
D ვიტამინით მდიდარი საკვები
აუცილებელია D ვიტამინი მიიღოთ საკვების სახით. მაგალითად, თევზის ქონი და სინთეზური D ვიტამინი - ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა. თევზი D ვიტამინს ღვიძლში აგროვებს. ისინი იკვებებიან პაწაწინა მცენარეებით, რომლებიც ოკეანის ზედაპიზე დაცურავენ. ეს მცენარეები D ვიტამინს მზის სხივების მეშვეობით გამოიმუშავებენ. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე ისეთი ტიპის საკვები, როგორიცაა:
კვერცხი
კარაქი
ყველი
რძე
ბარდა
სოკო
მანამ სანამ თვითიზოლაციაში იმყოფებით და ცდილობთ ხელი შეუშალოთ ვირუსის გავრცელებას, შეეცადეთ D ვიტამინის დეფიციტი შეივსოთ საკვების მეშვეობით, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის დაავადებების განვითარება ორგანიზმში.
#დარჩითსახლში

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: