განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ.

„სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ“ -განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გაიზრდება გაცვლითი პროგრამების რიცხვი, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს მაქსიმალურად შეეძლება განათლების მიღება ჩინეთის ნებისმიერ სასწავლებელში.

„ჩინური ენა დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში სხვადსხვა ტიპის პროექტებსი ჩართულობაში და იყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე, 25 წელზე მეტია რაც ჩინური ინსწავლება საქართველოში და ამ მხრივ ძალიან მდიდარი გამოცდილება გვაქვს. პარალელურად ვიმუშავებთ ჩინური ენის სახელმძღვანელოებზე, რომელიც მორგებული იქნება ქართველ მოსწავლეებზე და სტუდენტებზე“ - სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, მარინე ჯიბლაძე.