სწავლა საზღვარგარეთ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა და დიდი წარმატებული ნაბიჯი მომავალი ცხოვრებისთვის. ვისთვის აზია და ვისთვის ევროპა, ეს კიდევ გემოვნების საკითხია. შემოგთავაზებთ საუკეთესო უნივერსიტეტებს უზარმაზარი ჩინეთის სახელმწიფოში, რომელიც უდიდეს ძალას წარმოადგენს მსოფლიოში.

რატომ ჩინეთი?

ეს ის ქვეყანაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყოთ პერსპექტიულები და მომთხოვნები მომავალში. ჩინური ენა, ურთულესი და ძალიან საინტერესოა, რომელსაც გრძელი ისტორია აქვს და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ურთულესი ენა მსოფლიოში. დღეს, საქართველოს მასშტაბით, ჩინურ ენას ასობით ადამიანი ეუფლება. ყოველწლიურად მატულობს გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისა და ჩინეთიდან დაბრუნებული და დასაქმებული ადამიანების რიცხვი.

ცინგხუას უნივერსიტეტი

.

.

ცინგხუას უნივერსიტეტმა აზიისა და ოკეანეთის საუკეთესო უნივერსიტეტის წოდება სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტს (NUS)-ს ჩამოართვა და კონტინენტური ჩინეთის პირველი უნივერსიტეტი გახდა,

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის ერთ-ერთი, დღევანდელი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინგპინია.

ჭეძიანის უნივერსიტეტი

.

.

უნივერსიტეტი ტოპ სამეულში თამამად მოხვდა. ის ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი უნივერსიტეტია სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტი მდებარეობს ჭეძიანის პროვინციაში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

ფუტანის უნივერსიტეტი

.

.

ფუტანის უნივერსიტეტი მდებარეობს შანხაიში, მილიარდელი კურსდამთავრებულების რაოდენობა 77-ს შეადგენს. რეიტინგული მაჩვენებლით ის შანხაიში პირველ ადგილზეა.

ეს მხოლოდ მწირე ჩამონათვალია, იმისათვის, რომ გახდე ლიდერი და დაეუფლო ჩინურ ენას, შეეცადეთ გააკეთოთ საკუთარი არჩევანი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: