არ გინდა ზაფხულისგან განშორება? მოაწყვე პატარა მოგზაურობა მზისა და სითბოს სამყაროში, მოამზადე კომპოტი ახალი მსხალით და ლიმონით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გამაგრილებელი სასმელია, შესანიშნავია შენს ოჯახთან ერთად შემოდგომის საღამოსთვის. მსხალი მდიდარია ვიტამინებით, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაიცვას დასუსტებული სხეული მოახლოებული ყინვისა და გაციებისგან. მსხლის კომპოტის ახალი ტკბილი და სასიამოვნო გემო უყვართ მოზარდებსაც და ბავშვებსაც.

რა გჭირდება კომპოტის მოსამზადებლად?

500 გრ მსხალი;

100-150 გრ შაქარი;

ერთი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა;

1 ლიტრი წყალი;

დარიჩინი და შაქარი გემოვნებით.

მომზადება:

გარეცხე მსხალი, გაჭერი შუაზე ამოაცალე შუაგული, და ჩადე წყალში მოსახარშად. თუ ნაყოფი ძალიან მწიფეა, შეგიძლია დაიცადო, წყალი ადუღდეს და შემდეგ ჩადე მსხალი და მალევე ამოიღე იმისთვის რომ არ დაიშალოს და თუ ჯერ კიდევ მკვახეა, მოხარშე 5-15 წუთის განმავლობაში.

ნარევს დაამატე ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა იმისთვის რომ სრული არომატი მიიღო. ასევე შაქარი და დარიჩინი გემოვნებით.

შენი სურნელოვანი, ახალი, ვიტამინებით სავსე კოქტეილი მზად არის!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: