ქათმის ხორცი ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ და სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს პატარებისთვის. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინი განსაკუთრებით მნიშნველოვანია ნერვული სისტემის ჩამოსაყალიბებლად. აგრეთვე მნიშვნელოვანია მასში შემავალი ამინომჟავები, რომლებიც ნერვული სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

პატარებს უყვართ გემრიელი სენდვიჩები. ის საუკეთესო საკვებია როგორც სახლში წასახემსებლად, ასევე სკოლაში, სხვადასხვა სახის პიკნიკებზე და ლაშქრობებზე წასახემსებლად.
ქათმის ხორცის აუცილებლობაზე ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, შესაბამისად, იცით, რომ მისი მნიშვნელობა ბავშვის ორგანიზმისთვის შეუცვლელია. იქედან გამომდინარე რომ პატარების უმრავლესობას წვნიან კერძს მშრალი საკვები ურჩევნია, ქათმის ხორცისგან მომზადებული სენდვიჩები ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ალტერნატივას წარმოადგენს, იმისთვის რომ სასარგებლოს სასიამოვნო შეუთავსო.
ახლა კი უშუალოდ სენდვიჩის ინგრედიენტების და მომზადების წესის შესახებ:

2 ნაჭერი პური
100 გრამი ქათმის ხორცი
1 ჩ/კ კარაქი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
მწიკვი პაპრიკა
3 ს/კ არაჟანი
1/8 ჩ/კ პილპილი
მარილი გემოვნებით
წვრილად დაჭრილი კიტრი, პომიდორი
წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი:

წაუსვი კარაქი პურის ნაჭრებს და ტაფაზე შებრაწე.
ტაფაზე ზეთში მოთუშე ნიორი.
დაუმატე დაქუცმაცებული ქათმის ხორცი, მარილი, პაპრიკა და კარგად შებრაწე.
თასში მოათავსე არაჟანი, პილპილი და კარგად აურიე.
დაუმატე კიტრი, პომიდორი და მწვანილი. შეურიე გაგრილებული ქათმის ხორცი.
მიღებული ნაზავი პურზე გადაანაწილე და დააფარე მეორე ნაჭერი ზემოდან.
სენდვიჩი ორ ნაწილად გაყავი და გემრიელად მიირთვი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: