ყველი რძის კონცენტრირებულ ცილას წარმოადგენს. ის შეიცავს ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ვიტამინებით. ის აუცილებელი პროდუქტია პატარებისთვის, რადგან ხელს უწყობს ძვლის ჩამოყალიბებას, მის სრულყოფას და გამართულად ფუნქციონირებას.
ყველისგან მომზადებული წვნიანი გამოირჩევა ნაზი გემოთი და ადვილი შესაძლებელია ის თქვენი პატარების საყვარელი წვნიანი გახდეს. ახლა კი უშუალოდ წვნიანის მომზადების შესახებ:
მოსამზადებლად საჭიროა:

225 გრამი ბეკონი
½ გახეხილი ყველი
½ თავი ხახვი
3 ს/კ ფქვილი
4 ჭიქა წყალი
1/3 კარტოფილი
2 ჭიქა რძე
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ბეკონი და შეწვით მანამ სანამ ხრაშუნა არ გახდება. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და გადაიტანეთ შემწვარი ბეკონი. ცხიმი ქვაბშივე დატოვეთ.
შეამცირეთ ტემპერატურა საშუალომდე და ამავე ქვაბში დაჭრილი ხახვი მოათავსეთ. თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთი. მოაყარეთ ფქვილი და ურიეთ მუდმივად, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.

ნელ–ნელა შეურიეთ წყალი, თან ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და აადუღეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15–30 წუთი.
კარტოფილის ნაწილი საჭყლეტით დასრისეთ, რომ წვნიანი გასქელდეს. შეურიეთ გახეხილი ყველი და ურიეთ ყველის დადნობამდე. დაუმატეთ რძე, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. აადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
წვნიანი ჯამებში გადმოიღეთ. მორთეთ დაქუცმაცებული ბეკონით, არაჟნით, მწვანე ხახვითა და წიწაკით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: