დადგა შემოდგომა და კვლავ აქტუალური ხდება დესერტი, რომელსაც ცხელ სასმელებთან ერთად მიირთმევ.

ე.წ პეროგი, კექსი, რულეტი - ის მცირე ჩამონათვალია რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიასახლისებში, განსაკუთრებით კი შემოდგომის გრილ სეზონზე.

რულეტი, რომლის მომზადების მეთოდსაც ქვემოთ გაეცნობი, ვაშლით, ნიგვზით და დარიჩინით მზადდება. სამი განსხვავებული გემოს და არომატის ინგრედიენტი ქმნის იმ გემოთა ერთობლიობას, რომლის მირთმევასაც ასე ელოდები.

რულეტი შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ხილის ჩაისთან, კისელთან, ყავასთან და სხვადასხვა სახის ხილის წვენებთან ერთად.

ახლა კი უშუალოდ მომზადების მეთოდს გაეცანი.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

ფქვილი- 300 გრ

მარილი- 0,5 ჩ/კ

ზეთი- 30 მლ

თბილი წყალი- 200 მლ

1/4 ჩ/კ სოდა

გულსართისთვის:

გამდნარი კარაქი- 100გ

ვაშლი- 6 ცალი

საფანელი- 3 გ

დაჭრილი ნიგოზი- 100გ

შაქარი- 200გ

დარიჩინი გემოვნებით

მოსართავად:

1ც კვერცხი წასასმელად

შაქრის პუდრა- მოსაყრელად

მომზადების წესი

ცომი:

ფქვილი, მარილი და ზეთი კარგად აურიე, დაასხი წყალი და მოზილე რბილი, ელასტიური ცომი. მოზელილ და მოდუნდავებულ ცომს ზემოდან გადაუსვი ზეთი, დააფარე ტილო და ოთახის ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში დააყოვნე.

გულსართი:

გააბრტყელე ცომი ძალიან თხლად, წაუსვი დარბილებული კარაქი, ზემოდან გაადანაწილე დაჭრილი ვაშლი, ნიგოზი, შაქარი, დარიჩინი და საფანელი.

რულეტი სურვილის შესაბამისად შეგიძლია გამოიყვანო მოგრძო ფორმის ან პირიქით განიერი.

გადაიტანე თუნუქის ფურცელზე, წაუსვი წინასწარ ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვე 180-190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. როდესაც ცომი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, უგემრილესი და არომატული ტკბილეული უკვე მზადაა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: