ქალაქი უჰანი, რომელიც ჩინეთში ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსული ინფექციის გამო, თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება. 11 კვირის მანძილზე უზარმაზარი მეგაპოლისი მთლიანად ჩაკეტილი იყო, რათა არ მომხდარიყო ეპიდემიის ფართო გავრცელება.

8 აპრილს ქალაქმა საზღვრები გახსნა და სატრანსპორტო მიმოსვლა აღადგინა. ამას წინ ქალაქის ინფრასრტუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების დეზინფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები უძღოდა. ადამიანებს ახლა შეუძლიათ ქუჩაში გასვლა. ამუშავდა საწარმოები, მაღაზიები და სილამაზის სალონები.

სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის პირველივე საათებში უჰანი დაახლოებით 65 000 ადამიანმა დატოვა. საუბარია მათზე, ვინც საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით ისარგებლა. პირველი მატარებელი ნომრით G431 უჰანიდან ქალაქ ნანნინში 8 აპრილს გაემგზავრა. ეს იყო პირველი სამგზავრო მატარებელი, რომელმაც დატოვა პროვინცია ხუბეის საზღვრები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

პირველი მატარებელი

პირველი მატარებელი

9 აპრილს პირველი 866-კაციანი ჯგუფი უჰანიდან მატარებლით პეკინში ჩავიდა. დღეიდან, უჰანიდან პეკინში დასაბრუნებლად სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ყოველდღიურად დაახლოებით 1000 კაცი ისარგებლებს.

უჰანის „ტიანჰეს“ აეროპორტმა უკვე 221 რეისის მომსახურება გაწია. აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო კვანძის მუშაობა 99,1%-ით არის აღდგენილი.

Related Articles

აეროპორტთან და რკინიგზასთან ერთად გაიხსნა საავტომობილო გზებიც. მგზავრებს შორის ძირითადად არიან ის მოქალაქეები, რომლებიც უჰანში ჯერ კიდევ იანვარში სხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ, თუმცა კარანტინის გამო უჰანში დარჩენა მოუწიათ.

8 აპრილიდან ქალაქის ქუჩებში ტაქსის მანქანებიც გამოჩნდა. ავტომობილის სალონში დაჯდომა ჯანმრთელობის „მწვანე“ საინდეტიფიკაციო კოდის საფუძველზეა შესაძლებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, ტაქსის მომსახურებით უკვე 104 000 ადამიანმა ისარგებლა.

უჰანში ტაქსი გამოჩნდა

უჰანში ტაქსი გამოჩნდა

შეზღუდვების მოხსნის პირველივე დღეს 620 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა უჰანის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ქალაქში განახლდა ავტობუსის 346 მარშრუტის და მეტროს შვიდი ხაზის მუშაობა. გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან უჰანი - უზარმაზარი თანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

უჰანს შეიძლება ჩინეთის თანამედროვე მრეწველობის ერთ-ერთი აკვანი ეწოდოს. ქალაქში განვითარებულია ისეთი დარგები როგორიცაა მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ოპტიკური ელექტრონიკა, ბიომედიცინა და სხვა. მრეწველობის მასშტაბით უჰანი ჩინეთში პირველ ადგილზეა. ამასთან, ქალაქი ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

ყველაზე დიდი ორსართულიანი ხიდი მსოფლიოში

ყველაზე დიდი ორსართულიანი ხიდი მსოფლიოში

უჰანი გამოირჩევა ცხოვრების მაღალი რიტმით და ინოვაციური გარემოთი, რაც ხელს უწყობს ახალი ბიზნესის დაწყებას. ქალაქში სწრაფად ვითარდევა უახლესი მაღალი ტექნოლოგიები. ქალაქი ცნობილია უდიდესი საინჟინრო მიღწევებით, როგორიცაა სუპერჩქაროსნული რკინიგზა, სუპერმსხვილი ჰიდროკვანძები, სუპერდიდი ხიდები, ჩქაროსნული ავტობანები და ა.შ. უჰანში, ისევე როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, უამრავი ცათამბჯენია. მათ შორის გამორჩეულია უჰან-გრინლენდ-ცენტრი, რომელიც ჯერ კიდევ შენდება. პროექტის მიხედვით მისი სიმაღლე 636 მეტრი იქნება.

ამასთან, ხუბეის დედაქალაქი ჩინეთის მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. უჰანი - ჩინეთის უძველესი ქალაქია. ქალაქში არის 365 არქიტექტურული ძეგლი და ის ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.

წელს ქალაქმა ურთულეს გამოწვევას გაუძლო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით, მალე ალბათ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება და უჰანი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი იქნება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: