COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ქალაქ უჰანის საავადმყოფოებში ნოლამდეა დაყვანილი. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მი ფენმა განაცხადა. ბოლო პაციენტი, რომელიც COVID-19-ის დიაგნოზით მკურნალობდა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, საავადმყოფოდან პარასკევს გაწერეს. ამგვარად, ქალაქ უჰანში არცერთი დაინფიცირებული პაციენტი აღარ დარჩა.

პრეს-კონფერენციაზე მი ფენმა აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი ქალაქ უჰანის სამედიცინო მუშაკებისა და ქალაქში სხვა პროვინციებიდან მივლინებულ მედიკოსთა ერთობლივი ძალისხემვით არის მიღწეული.

23 აპრილს ხუბეის პროვინციაში პაციენტთა რაოდენობა პირველად იყო 50-ზე ნაკლები. დაავადების ახალი დადასტურებული შემთხვევები პროვინციაში უკვე 20 დღეზე მეტია არ გამოვლენილა.

ჩინეთის კონტინენტალურ ნაწილში მკურნალობას ამჟამად რვაასამდე პაციენტი გადის.