უჰანის ახლადაშენებულ საავადმყოფოში დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცელებს.

პაციენტების პირველი ჯგუფი გადაყავთ „ჰოშენშანის“ საავადმყოფოში, რომელიც ექსპლუატაციაში 2 თებერვალს, ათდღიანი მშენებლობის მიერ ჩაბარდა.

Related Articles

ეს ერთ-ერთია იმ ორი დროებითი საავადმყოფოდან, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

უჰანში ასევე დაგეგმილია სამი ობიექტის რეკონსტრუქცია, მათ შორის სპორტული კომპლექსის და საგამოფენო დარბაზის.

დაავადებასთან ბრძოლის შტაბის განცხადებით, სპორტკომპლექსი „ხუნშანი“, უჰანის საერთაშორისო საგამოფენო და კონფერენც-ცენტრი და კულტურული კომპლექსი დროებით საავადმყოფოებად გადაკეთდება.