გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის, დირკ ჰორდორფის განცხადებით, უიმბლდონის ორგანიზატორებმა განცხადება 2020 წლის ტურნირის გაუქმების შესახებ კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა შემდეგ ოთხშაბათს გააკეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ინგლისის საჩოგბურთო კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ტურნირი, რომელიც 29 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაყურებლის გარეშე არ ჩატარდება, მისი გადადება კი მნიშვნელოვან რისკებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. უიმბლდონის ოფიციალურ პირებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა დიდი ალბათობით 2020 წლის ტურნირი გაუქმდება.

გულშემატკივრები ემზადებიან იმისთვის, რომ პირველად 1945 წლის შემდეგ, ეს წელი „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის გარეშე ჩაივლის.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: