საერთაშორისო კონფერენცია „ნარატივები და ენის სწავლება“ თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა. აღნიშნულ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, სინოლოგები და მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას.

ამ კონფერენციაში მონაწილეობა ქართველმა წარმატებულმა სინოლოგმა და გადაცემა „აღმოაჩინე ჩინეთის“ წამყვანმა ალექსანდრა ლატარიამ მიიღო. ქართველი სინოლოგის მოხსენების თემა იყო „ქართული და ჩინური ენის თარგმანის პრობლემა და შედარებითი ანალიზი“.

თემა ეხებოდა - ქართული და ჩინური ენის შედარებას, ტოპონიმების და საკუთარი სახელების თარგმანს. მეორე პრობლემა ჩინურიდან იდიომების თარგმნაა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს პატარა ისტორიას ჩინეთის კულტურაზე, ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე, რომელთა თარგმნა ქართულ ენაზე სპეციფიურია და საჭიროა ყველაფრის დეტალურად შესწავლა. ტოპონიმების თარგმნის დროს გამოიყენება კონფუცის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ტრანსლიტერაციის ცხრილი, რომელიც შეესაბამება ქართულ ასო-ბგერებს. განსაკუთრებით დაინტერესება გამოიწვია ქართული ენის 33-მა ასო-ბგერამ, რომელიც ჩინურ ჟღერადობას ზუსტად გადმოსცემს.

სანდრა ლატარიას მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: