საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ფარნების დღესასწაული და ქართველი სინოლოგებისთვის მიღება გამართა. ღონისძიება 19 თებერვალს, 19:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგში შედგა.

მიღებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.