თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველო-ჩინეთის კულტურის და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.

ამ ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

ფორუმს ესწრებოდა ჩინეთიდან ჩამოსული დელეგაცია : გუო სიანანი - თეატრალური ქალაქების საერთაშორისო ალიანსის და კულტურის და ტურიზმის სააგენტოს გენერალური მდივანი, შენ ლინი, პეკინის დრამის აკადემიის პროფესორი და ექსპერტი, ძიან იანი და ჰუე დვენი - თეატრალური ქალაქების ალანსის ბიზნეს პარტნიორები, ხოლო საქართველოს მხრიდან ანდრია ბასილაია - ქ.თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, სერგი გვარჯალაძე -ქალაქ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.

„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, დიდი მადლობა თბილისის მერიას მოწვევისთვის. ჩვენ ვართ თეატრალური ქალაქების საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენლები , მოხარულები ვართ, რომ ვეწვიეთ თბილისს და დიდი იმედი გვაქვს სამომავლო თანამშრომლობის ჩვენს ქვეყნებს შორის.“ - გუო სიანანი, თეატრალური ქალაქების საერთაშორისო ალიანსის და კულტურის და ტურიზმის სააგენტოს გენერალური მდივანი.

ჩვენთვის, როგორც ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ჩინეთი არის სტრატეგიული პარტნიორი და ამ ფორუმზე განვიხილეთ ის შესაძლებლობები რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ დავგეგმეთ ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით ღონისძიებები. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩინეთშიც ჩატარდება ანალოგიური ფორუმი“ - ანდრია ბასილაია , ქ.თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი.

.

.

ამ ფორუმზე ქართველმა და ჩინელმა წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გზები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთის პერსპექტივებზე, კულტურის განათლების და კულტურული ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

.

.