ვარდის ზეთის გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მცენარე, რომელიც დედოფლის სახელითაა ცნობილი, არაერთ პარფიუმერულ ნაწარმში გამოიყენება.

სუნამოები, სახისა და ტანის მოვლის საშუალებები, შამპუნები და დუშ-გელები... ვარდის ზეთი აღადგენს და ატენიანებს სახის კანს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

ვარდის ზეთი და მისი გამოყენება

ვარდის ზეთის ქიმიური შემადგენლობა მოიცავს 300-ზე მეტ მაკრო- და მიკროელემენტებს, მჟავებსა და სხვა კომპონენტებს (სტერეოპენტი, გერანიოლი და სხვა). შეგიძლიათ გააკეთოთ ვარდის ეთერზეთი სახლში ან შეიძინოთ მზა პროდუქტი აფთიაქში. ნივთიერებას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია:

  • ასტაბილურებს არტერიულ წნევას და გულის ფუნქციას, აძლიერებს სისხლძარღვებს;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • ასტიმულირებს ღვიძლის, თირკმელების და სხვა ორგანოების მუშაობას;
  • ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და მავნე ნივთიერებები;
  • ატონიზირებს უჯრედებს და აჩქარებს მათ რეგენერაციას;
  • ხსნის სპაზმებსა და ტკივილებს.

ვარდის ეთერზეთის გამოყენებამდე უნდა განსაზღვრო, თუ რა ეფექტის მიღწევა გსურს.

არომატული აბაზანებით კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

დაგჭირდება უმი კვერცხი, 1 ს/კ ჟელატინი, ნახევარი ჭიქა შხაპის გელი ან და 3-4 წვეთი ვარდის ზეთი. თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიე, აბაზანის მიღებისას დაამატე წყალი, იმისთვის რომ მასა აქაფდეს, და წაისვი ტანზე. მიღებული ნარევი აჯანსაღებს სხეულს, კანი გლუვი და ხავერდოვანი ხდება.

ვარდის ეთერზეთი სახისთვის.

მათ, ვისაც მშრალი კანი აქვს, მდგომარეობის გაუმჯობესება მარტივი მეთოდით შეუძლია: 15 გ ფუტკრის ცვილი გაათბე წყლის აბაზანაში, 60 მლ ნუშის ზეთი და 2-3 წვეთი ვარდის ზეთი. თითოეული ერთმანეთში კარგად აურიე. მიღებული ნარევი ატენიანებს უჯრედებს, ასწორებს კანის ზედაპირს და გამორიცხავს სიმშრალი გამოწვეულ აქერცვლას.

თმის მოვლა.

ვარდის ეთერზეთის გამოყენებით შეგიძლია ქერტლისგან გათავისუფლდე. ამისათვის თმის ძირებში ვარდის ეთერზეთი წაისვი. ვარდის ზეთი ასევე გამოიყენება გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: