Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებულმა ადამიანებმა მოიყარეს თავს. უკვე მეოთხე წელია საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების მედია მხარდამჭერია რადიო "შოკოლადი". რას მოიცავს ფესტივალი და როგორ მიმდინარეობს ღონისძიება, ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ ისაუბრა.

როგორ მიმდინარეობს ფესტივალი, როგორც ცნობილია ბათუმში სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები ჩამოვიდნენ.

ვატო ქავთარაძე: ფესტივალმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ დარგში მოღვაწე ადამიანებში. ბათუმში ამ წუთებში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული. ეს არის რიგით მეოთხე ფესტივალი და წინასთან შედარებით გაცილებით დატვირთულია როგორც მრავალრიცხოვანი ღონისძიებებით ისე ადამიანებით და მონაწილეებით. ფესტივალი იზრდება, ვითარდება, სწორ გზაზე დგას და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა დაფუძნდეს ამ რეგიონის მასშტაბის ისეთი ფესტივალი რომელშიც მონაწიელეობას მიიღებს ბევრი ქვეყანა და გლობალური დაინტერესება იქნება. ერთი სიტყვით ფესტივალი ვითარდება და დაინტერესებაც დიდია.

რა არის ფესტივალის მთავარი მიზანი?

ვატო ქავთარაძე: ფესტივალის მთავარი მიზანი, ჩვენს ქვეყანაში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება და ამ დარგის საერთაშორისო რუკაზე მოხვდრაა. ეს არის პრინციპში მთავარი არსი ამ ფესტივალის ჩატარების. განვითარების თვალსაზრისი ფესტივალი მიდის იმ წერტილში სადაც გვინდოდა და ვფიქრობდით ჯერ კიდევ ჩანაფიქრის დროს.

ფესტივალის ბოლო დღეა და მაღალი შეფასებებიც გაქვთ. ფესტივალი დღეს დასრულდება, ამ დღის შესახებაც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

ვატო ქავთარაძე: დღეს ფესტივალი ოფიციალურად დასრულდება, სადაც მოხდება დაჯილდოება. მოგეხსენებათ ფესტივალის მთავარი არსი არის საკონკურსო ნაწილში გამარჯვებულის გამოვლენა. ამ დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან ის სააგენტოები და ნამუშევრები რომელსაც ჟიური გამოავლენს.

სულ რამდენი მონაწილეა?

ვატო ქავთარაძე: მონაწილეობს დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის სააგენტო, ასევე ქართული სააგენტოებიც. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოები, გამოწვევები და მათ შორის საუკეთესო ქართული სააგენტოები. ყველა ელოდება გამარჯვებულს. მოლოდინი დიდია და წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია მონაწილეთა რაოდენობა, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ სარეკლამო ინდუსტრია ვითარდება, რაც ძალიან გვახარებს.