ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინფინგის დაბადების დღესთან დაკავშირებით (15 ივნისი), მეღვინეობა “ჩელთი“-მ ექსკლუზიურად ჩინეთის პრეზიდენტისთვის საჩუქრად ჩამოასხა საფერავი, რომელიც გადაეცა ჩინურ მხარეს.
მეღვინეობა "ჩელთი" რამდენიმე წელია, რაც საქმიანობს ჩინეთის ბაზარზე და აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ღვინოს.
2018 წელს აღნიშნული კომპანიის ღვინო საჩუქრად გადაეცა პრინც ჰარის, ბრიტანული სამეფო ქორწილის საპატივცემულოდ.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა “ჩელთი“-მ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მათ შორის გასულ წელს “Washington Post“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მათ პროდუქციას მაღალი შეფასება მიეცა, გაიმარჯვა ყაზახეთის ავიახაზების ბიზნეს კლასის ტენდერში, ხოლო წელს Mundus Vini-ს გამოფენაზე ოქროს ჯილდო აიღო.