ბუნებრივია მწერლები მათი უსაზღვრო ფანტაზიის, საოცარი სამყაროსა და ისტორიების შექმნის უნარის გამო გვიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ისეთ სიუჟეტებს გვთავაზობს, რომელსაც ყველაზე დიდი გონებრივი გასაქანის მქონე გენიოსიც ვერ წარმოიდგენს.

გთავაზობთ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წიგნების ჩამონათვალს , სადაც აღწერილია, საოცარი, შოკისმომგვრელი, მთავალფეროვანი სიმართლე.

პაველ სანაევი - „დამმარხეთ პლინტუსის უკან“

„დამმარხეთ პლინტუსის უკან“

„დამმარხეთ პლინტუსის უკან“

ეს არის ისტორია ბიჭუნასა და მის ბებიაზე, რომელმაც აღზრდის თემა თავდაყირა დააყენა და ბედნიერი ბავშვობის იდეა ბოროტ პაროდიად აქცია. წიგნის ანოტაციაში ნათქვამია, რომ წიგნი „სასტიკად სასაცილოა“ - არ დაიჯეროთ. სასაცილო ნამდვილად არ არის. მტკივნეულია, გულწრფელი და სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული.

დენიელ კიზი - „ბილი მილიგანის მრავალი გონება“

 „ბილი მილიგანის მრავალი გონება“

„ბილი მილიგანის მრავალი გონება“

კიზის რომანი ჩვენს თვალწინ ხსნის ბილი მილიგანის გონებას, ადამიანის, რომელშიც ბევრი პიროვნება ცხოვრობს. 24 სხვადასხვა გონება, ინტელექტით და მიზნებით განსხვავებული, წარმართავს ბრძოლას მილიგანის სხეულის დასასაკუთრებლად და არ აძლევს „მასპინძელს“ საკუთარი ქმედებების გაკონტროლების საშუალებას.

ტომას კენელი - „შინდლერის სია“

„შინდლერის სია“

„შინდლერის სია“

წიგნში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ხდება.

საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელმა ოსკარ შინდლერმა გაზის კამერებისგან მარტოდმარტო იმდენი ადამიანი გადაარჩინა, რამდენიც არასდროს არავის უხსნია ომის ისტორიაში. სტივენ სპილბერგმა რომანის მოტივებზე ფილმიც გადაიღო, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრად აღიარეს.

რობერტ გრეისმიტი - „ზოდიაქო“

„ზოდიაქო“

„ზოდიაქო“

ჟურნალისტმა რობერტ გრეისმიტმა სერიული მკვლელის „ზოდიაქოს“ შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. მკვლელი ამერიკას 1966 დან 1981 წლებში შიშის ზარს სცემდა. ასე შეიქმნა დოკუმენტური მოთხრობა, რომლის სინამდვილის გააზრება მკითხველს ჟრუანტელს ჰგვრის.

თეოდორ დრაიზერი - „ამერიკული ტრაგედია“

 „ამერიკული ტრაგედია“

„ამერიკული ტრაგედია“

ამერიკელი კლასიკოსი ამბობდა, რომ : „არავინ არ ქმნის ტრაგედიას - მას ქმნის ცხოვრება. მწერლები კი აღწერენ ამ ყველაფერს“. ამიტომაც, მან 1906 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ დაწერა : ახალგაზრდა მამაკაცმა ჩესტერ ჯილეტმა თავისი შეყვარებული გრეის ბრაუნი მოკლა. სწორედ ის გახდა დრაიზერის წიგნის მთავარი პროტოტიპი.

დინა რუბინა - „ქუჩს მზიან მხარეს“

არ აქვს მნიშვნელობა ყოფილხართ თუ არა აღმოსავლეთში, ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. მასში იმდენი მზეა, რამდენიც არაერთ ნაცრისფერ დღეს ეყოფა. რომანის სიუჟეტში გადახლართულია სიყვარული და დანაშაული, ნიჭი და ვნება - ეს ყველაფერი კი ზაფხულის ტაშკენტის ფონზე, ისეთი, როგორიც ის დინა რუბინამ დაიმახსოვრა.

სიუზან კეისენი „შეწყვეტილი ცხოვრება“

„შეწყვეტილი ცხოვრება“

„შეწყვეტილი ცხოვრება“

ეს წიგნი ავტობიოგრაფიია - ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი პაციენტის მოგონებები. სწორედ მისი ცხოვრება „შეწყდა“ , როცა 1960-იანი წლების მუდმივად ცვალებადი სამყაროს ფონზე სიუზანი კლინიკის პარალელურ სამყაროში ხვდება, სადაც ყველა საკუთარი კანონებით ცხოვრობს. ეს წიგნი საშუალებას იძლევა სხვა თვალით შეხედოთ ჯანსაღ გონებასა და სიგიჟეს.

რუბენ დევიდ გონსალეს გალიეგო - „თეთრი შავზე“

როცა გეჩვენებათ, რომ ცხოვრება უსამართლოა და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც უნდა იყოს , უბრალოდ ამ წიგნის კითხვა დაიწყეთ და დროებით მისი პერსონაჟების სამყაროში დარჩებით - ადამიანების, რომელთაც შესაძლებლობები არ აქვთ. მათი ოპტიმიზმი და არასტანდართული შეხედულებები ჩვეულებრივ მოვლენებზე თქვენთვის ნამდვილ წამლად იქცევა.

რადიო Jako.FM-ის გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი პალიტრა L-ის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერი სალომე სამხარაული წიგნის ყველა მოყვარულს წიგნის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 31 მაისს Expo Georgia-ში გაიხსნება. ყველა ჟანრისა და გემოვნების ლიტერატურასთან ერთად აქ იქნება შესაძლებლობა მკითხველმა ბიზნესლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები შეიძინოს და ამასთანავე დაესწროს არაერთ საინტერესო საჯარო ლექციას ცნობილი და წარმატებული ადამიანებისგან.

გადაცემის ვიდეოჩანაწერის სანახავად ეწვიეთ რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდს.

სალომე სამხარაული -

სალომე სამხარაული - "ლურჯი ოკეანის" მენეჯერი

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: