საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს ვეტერანთა კავშირს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის წუო ხონ პოს განცხადებით შეხვედრა მეორე მსოფლიო ომისა და მილიტარისტულ იაპონიაზე ჩინეთის გამარჯვების 73-ე წლისთავს მიეძღვნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღიდან დიდი დრო გავიდა, ჩვენ არ ვივიწყებთ ისტორიას და იმ ხალხს ვინც თავი გასწირა ამ ომში გამარჯვებისთვის. საქართველოს მოსახლეობის 1/5 მონაწილეობდა ამ ომში და 350 ათასმა ადამიანმა გასწირა თავისი სიცოცხლე“ - განაცხადა ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წუო ხონ პომ.

თბილისის ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტის ტიტე ლეფსაიას თქმით ჩინეთის საელჩო ბოლო 5 წელია აქტიურად უჭერს მხარს ვეტერანებს და მათ შრომას ჩინეთ-იაპონიის ომის დასრულებაში.

შეხვედრის შემდეგ საელჩოსა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები დამსახურებულ ვეტერანს, 96 წლის ნიკოლოზ იობაშვილს ესტუმრნენ , რომელიც ერთერთია იმ მცირეთაგან ვინც იაპონიასთან ომს გადაურჩა და მას ფულადი ჯილდო გადასცეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: