წყალი ორგანიზმის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ის ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65%-ს შეადგენს. ზრდასრულ ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი წყალი ესაჭიროება. შესაბამისად აუცილებელია მისი მარაგის რეგულარული შევსება. ეს შესაძლოა წყლის მიღებით ან ხილ-ბოსტნეულის მირთმევით იყოს დაბალანსებული.

ადამიანი ნახევრად წყლისგან შედგება, ძვლების 1/3 წყალია. ორგანიზმის მიერ წყლის მეათედის დაკარგვაც კი უკვე სახიფათოა, ორი მეათედის დაკარგვა კი შესაძლებელია მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. წყლის უკმარისობა ქიმიურ და ფიზიკურ პროცესთა ნორმალურ დინებას აფერხებს. შესაბამისად, ნორმალური მოქმედების შენარჩუნებისათვის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება წყლის გარკვეული და მუდმივი ბალანსი.

რატომაა წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელი?
საჭმლის ათვისება უწყლოდ შეუძლებელია. მისი დახმარებით ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ცილების, სახამებლის, ცხიმების საკვებად გარდაქმნა.
წყალი აცილებელია კუჭის მუშაობის სტიმულაციისათვის. იგი ხელს უწყობს ფეკალური მასების წარმოქმნას და ორგანიზმიდან მათ დროულ გამოდევნას.

თირკმელები და შარდის ბუშტი, კანი და ფილტვები უწყლოდ ვერ თავისუფლდებიან შხამებისგან. თირკმელებს წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობით სჭირდება. მისი აუცილებელი რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული მიღებულ სითხეზე. თირკმელებში გავლილ ყოველ ლიტრ წყალს ორგანიზმიდან 90 გრ უარყოფითი ნივთიერებები გამოაქვს, რაც ნორმალურ ფუნქციონირებადაა მიჩნეული. შარდის დონე 0,25 -ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. თირკმელები განუწყვეტლივ მუშაობს და გამუდმებით ითხოვს წყალს.
ცხვირის, ყელის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი ნიადაგი სველი უნდა იყოს, ვინაიდან ყოველი მათგანი ჰაერთან კონტაქტშია.
ადამიანი სუნთქვისას ყოველდღიურად 0,5 ლ წყალს კარგავს. როცა ჰაერი მშრალია, ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს.

ცნობილია, რომ სისხლი, წყალზე დაახლოებით 10%-ით უფრო სქელია. სისხლის პლაზმის 80%-ს წყალი შეადგენს, რაც მას მთელ სხეულში თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევს. წყალი მოქმედებს, როგორც ეფექტური და გამაგრილებელი საშუალება.

თქვენმა ორგანიზმმა საჭირო წყალი თავადვე უნდა მოიპოვოს. პირველი გზა ცნობილია. ეს გახლავთ წყლის შემცველი პროდუქტების- ხილის, წვენების, წვნიანების, სასმელების და ა.შ. მიღება.
რეგულარული პროცესი საკვების და წყლის მეშვეობით მეორე წყაროდაა მიჩნეული, მაგ.
კვერცხის 70% წყალია, ატმის კი - 80%, ანუ ყველაფერი რაც მშრალი და მყარი გვგონია, 25% წყალს შეიცავს.

რა ხდება ორგანიზმში როცა წყლის ნაკლებობაა:
როცა ორგანიზმში წყლის ნაკლებობაა, იგი პროტესტს აცხადებს, მცირდება ჯირკვლების სეკრეცია, ნერწყვის რაოდენობა, ეს შეგრძნება კი მიგანიშნებთ იმაზე რომ ორგანიზმს წყალი ესაჭიროება.
თუკი წყლის დანაკარგი მატულობს, სხვა სიმპტომებიც ჩნდება, კერძოდ - თავის ტკივილი, ნერვული მოვლენები, გაფანტულობა, კუჭ-ნაწლავის მოშლა და სხვა. წყლის დალევისთანავე ეს სიმპტომები ქრება და ორგანიზმში გარკვეული პროცესები თავისით ლაგდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: