სმარტფონებისა და ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლის Xiaomi-ს აქციების საჯარო განთავსება (IPO) შესაძლოა უმსხვილესი აღმოჩნდეს 2014 წლიდან. კომპანია არანაკლებ 10 მილიარდი დოლარის მოზიდვას აპირებს და მისი ღირებულება შეიძლება დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით შეფასდეს. ამის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემაThe Wall Street Journal იუწყება.

აქციების განთავსებისთვის Xiaomi-მ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა აირჩია. კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი აქციების განთავსებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Xiaomi-ს აქციების საჯარო განთავსება შესაძლოა ჩინეთში უმსხვილესი აღმოჩნდეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წილი იქნება გამოტანილი გასაყიდად. 2014 წელს ონლაინ-ვაჭრობის გიგანტმა Alibaba-მ ბირჟაზე 25 მილიარდის დოლარის აქციები განათავსა.

Xiaomi-ს ბაზა ფაქტიურად პეკინში მდებარეობს, თუმცა კომპანია კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. Xiaomi-ს აქციების განთავსებას ბაზარი ყველაზე მეტად ელის.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: