ყავის უპირატესობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გაზრდილი მხიარული განწყობით და ენერგიის მიღებით.

კოსმეტოლოგებმა დიდი ხანია აღიარეს ყავა, როგორც ქალის სილამაზის ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საშუალება.

მცენარის მარცვლებში შემავალი კოფეინი მოქმედებს კანის ბიოლოგიურ დონეზე, აღადგენს მის ბუნებრივ ტონს და ელასტიურობას. გარდა კოფეინისა, მასში შედის სასარგებლო ელემენტების მთელი საცავი: ამინომჟავები, ანტიოქსიდანტური პოლიფენოლები, B ვიტამინები, ქლოროგენური მჟავა და სხვა.

როგორ გამოვიყენოთ ყავა სახლის პირობებში ნაოჭების საწინააღმდეგოდ

მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა ყავას ყოველდღიურად მოიხმარს. მისი სასიამოვნო სურნელი და გემო შესანიშნავად მოქმედებს თავის ტვინზე. ის ამაღლებს განწყობას და ზრდის ფიზიკურ აქტივობას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და აჩქარებს ადამიანის რეაქციას. ყავას შაქრის დახმარებით შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს იყოს შრომისუნარიანი, რადგან გლუკოზისა და კოფეინის ერთობლიობით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოთ შრომის ხარისხი.
ყავა აძლიერებს იმუნიტეტს. მეცნიერული კველვის შედეგად დადასტურებულია, რომ მისი სწორი და გონივრული გამოყენება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ყავის კოსმეტოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მას მრავალი წლის წინ იყენებდნენ სკრაბის სახით, აქტიურად გამოიყენებოდა სუნამოების და სხეულის სხვადასხვა სახის მოსავლელი საშუალებების დასამზადებლად.
მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტამ თუ იცის კოსმეტიკური კუთხით მისი გამოყენების შესახებ სახლის პირობებში.
როგორ გამოვიყენოთ ყავა სახლის პირობებში კოსმეტიკური დანიშნულებით?

ერთმანეთში აურიეთ 2ჩ/კ ყავის ნალექი (უშაქრო) მოდუღებული, და 1 ჩ/კ თაფლი და 1ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აღნიშნული ყავის ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს კანს კაპილარების წარმოქმნისგან და მიმიკური ნაოჭებისგან. სახის კანს ანიჭებს ნათელ და სასიამოვნო ფერს.

ორმაგი ეფექტი: თაფლი და ყავა სახისთვის

თაფლისა და ყავის ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია კანისთვის, სადაც ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები.

შეურიე 1:1 თანაფარდობით, ინგრედიენტები, წაისვი ხელის წრიული მოძრაობით ლოყებზე, შუბლზე და ნიკაპზე. ჩამოიბანე მას შემდეგ, რაც ნარევი გაშრება ან თუ უსიამოვნო წვის შეგრძნებას იგრძნობთ.

პროცედურის შემდეგ, მიზანშეწონილია წაისვა მკვებავი კრემი დამამშვიდებელი ეფექტით, რათა არ მოხდეს გაღიზიანება და სიწითლე. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, კანი ხდება უფრო მკვრივი და მტკიცე, მიმიკური ნაოჭები და მუქი წრეები თვალების ქვეშ ქრება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: