საიდან გაჩნდა ყავა დალგონა?

წლევანდელი გაზაფხულის აბსოლუტურ ჰიტად იქცა სასმელი, სახელწოდებით ყავა დალგონა. კარანტინის პერიოდში მან ყველა სოციალური ქსელი დაიპყრო. რაშია მისი პოპულარობის საიდუმლო და როგორ მოვამზადოთ ყავა დალგონა?

სასმლის სახელწოდება უკავშირდება სამხრეთკორეულ კამფეტებს Dalgona, რომლებიც ბევრისთვის საყვარელი ირისის კამფეტის მსგავსია. იზოლაციის პერიოდში, როდესაც არც ერთი ყავახანა არ მუშაობდა, ერთ-ერთმა კორეელმა ბლოგერმა საკუთარ არხზე ახალი სასმლის რეცეპტი განათავსა. ოთხ კვირაში ვიდეორგოლს 9 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. სასმლის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის კორეულ სატელევიზიო შოუში აჩვენეს. პოპულარულმა მსახიობმა ჩონ ილ უმ დააგემოვნა ასეთი ყავა მაკაოში და დალგონას კამფეტებს შეადარა. ამის შემდეგ ყავა დალგონას თემა ძალიან პოპულარული გახდა. ყველამ მასიურად დაიწყო ასეთი ყავის მომზადება და სოციალურ ქსელებში ფოტოებისა და ვიდეოს გავრცელება. გაჩნდა რეცეპტის ახალი ვარიანტებიც. დღეისთვის ჰეშტეგით #dalgonacoffee ინსტაგრამში თითქმის 500 000 ჩანაწერი იძებნება.

ყავა დალგონას ჰაეროვანი სტრუქტურა შეიძლება შევადაროთ Starbucks-ის ფრაპუჩინოს, ოღონდ ყინულის გარეშე. მისი მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დალგონას მოსამზადებლად ხსნადი ყავაა საჭირო, რადგან სქელ ქაფს მხოლოდ მისი მეშვეობით მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ ყავა დალგონას მოსამზადებლად ყავის მარცვალს გამოიყენებთ, ყავის აპარატის გარეშე სასმელის მომზადება გაგიჭირდებათ.

ყავა დალგონას რეცეპტი

აღნიშნული სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხსნადი ყავა, შაქარი, წყალი და რძე. აურიეთ ერთმანეთში ორი სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და ორი სუფრის კოვზი შაქარი. მიღებული მასა გახსენით ორ სუფრის კოვზ მდუღარე წყალში და შემდეგ 3 წუთის განმავლობაში კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

.

.

სასმლის ‘აწყობა’ საკმაოდ მარტივია: მაღალ ჭიქაში ჩაასხით ცივი რძე, ზემოდან კი დაადეთ ქაფი. იმ შემთხვევაში თუ ქაფი ძალიან შეკრული გამოვიდა, მის გადმოსაღებად შეგიძლიათ ნაყინის კოვზი გამოიყენოთ.

თუ ცდილობთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ტკბილეული საკუთარ რაციონში, შეგიძლიათ ყავა დალგონა შაქრის გარეშე მოამზადოთ და მის ნაცვლად შაქრის შემცვლელი გამოიყენოთ.

.

.

ჩვეულებრივი რძის ნაცვლად შესაძლებელია მცენარიული რძის გამოყენებაც. ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში ქოქოსის რზე იქნება. სურვილის შემთხვევაში ყავა შეგიძლიათ კაკაოთი, ხსნადი შოკოლადით ან მატჩას ჩაით ჩაანაცვლოთ. სასმელის დეკორი მთლიანად თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

მოამზადეთ ლამაზი გემრიელი სასმელი და ისიამოვნეთ!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: