საპონი - უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების ნატრიუმისა და კალიუმის მარილების შედეგად მიღებული ბუნებრივი საშუალებაა. მისი დამზადება ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ერთობლივი გამოყენებით ხდება.
მისი სახელი რომში მდებარე საპოს მთასთანაა დაკავშირებული, რომელთა შესახებ ცნობებს რომაელი ბუნებისმეტყველისა და ფილოსოფოსის ჩანაწერებში შეხვდებით. ყოველდღიურად საპნით ხელის დაბანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფიზიკოსმა ზემელვაისმა აღმოაჩინა რომ, იმ შემთხვევაში თუ ექიმი ქალის მშობიარობამდე ხელებს საპნით დაიბანდა, ქალის გარდაცვალების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 1980 წელს გამოაქვეყნა ხელის დაბანის პირველი და ოფიციალური გაიდლაინი.
1. ხელების სწორი დაბანა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა.
2. ცნობილია, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალებები იმდენად ეფექტურად არ მოქმედებს, როგორც საპონი. იმის მიუხედავად, რომ ისინი იმავე მექანიზმით მუშაობენ. მათ მიკროორგანიზმების კანიდან მოშორება იმდენად ეფექტურად არ შეუძლიათ, როგორც საპონს.
3. როდესაც ხელებს საპნით იბანთ ხელზე არსებული ყველა მიკროორგანიზმი საპნის მოლეკულით ხდება შემოსაზღვრული.
4. გახსოვდეთ, რომ ხელების ჰიგიენა გრიპისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს და ცხვირს, რადგან ინფექცია ამ გზითაც გადადის.

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად:
კარგად დაისველეთ ხელები თანაბრად თბილი წყლით. აიღეთ ნებისმიერი სახის საპონი, მაგრამ იმისთვის, რომ ხელების დაბანამ სიამოვნება მოგგვაროთ, მისი ფერი, სუნი თუ ფორმა გემოვნებისამებრ შეარჩიეთ.
გულდასმით გაისაპნეთ ორივე ხელის მტევანი (ორივე მხრიდან), 15-20 წამის განმავლობაში, თითები, თითებშორისი არეები და მაჯები. გულდასმით ჩამოიბანეთ საპონი. შეყავით ხელები გამდინარე წყლის ქვეშ და ეცადეთ, ხელი წყლის ნიჟარაზე არ მოგიხვდეთ.
ონკანი დაკეტეთ ხელსახოცით, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ტუალეტებში და ბოლოს კარგად გაიმშრალეთ ხელები პირსახოცით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: