ცნობილია, რომ გენიალურ ადამიანებს ყველაზე უცნაური თვისებები ახასიათებთ. როგორც ამბობენ ნიჭიერ ხალხს ბევრი რამე ეპატიებათ, ხოლო გენიოსებს - პრაქტიკულად ყველაფერი . ბევრმა მწერალმა მოიხვეჭა სახელი ექსცენტრიული ქცევებით , ზოგიერთი კი სწორედ ასეთმა ქცევებმა გახადა სახელგანთქმული ვიდრე მისმა წიგნებმა. ყველამ იცის, რომ გოგოლმა ნერვული შეტევის დროს თავისი წიგნის „გარდაცვლილი სულების“ მეორე ტომის ხელნაწერი დაწვა. ჰანტერ ტომპსონს კი თავზეხელაღებული ქმედებით და ნარკოდამოკიდებულებით იცნობდნენ.

გთავაზობთ დიდი კლასიკოსების ყველაზე უცნაურ გამოხტომებს და გახსოვდეთ, ასეთი რამ მხოლოდ გენიოსებისთვისაა დაშვებული.

ნიკოლაი გოგოლი - მწერალმა მოსკოვის სახლში ცხოვრების დროს „გარდაცვლილი სულების“ გაგრძელება ბუხარში შეაგდო. შედევრის მეორე ტომი ბუხარში იწვოდა მაშინ, როდესაც მსახური სემენი ევედრებოდა მწერალს, რომ ნაშრომი გადაერჩინა.

ნიკოლაი გოგოლი

ნიკოლაი გოგოლი

ალექსანდრე დიუმა მონაწილეობდა დუელში, სადაც მონეტის აგდებით უნდა გადაწყვეტილიყო ვის მოხვდებოდა ტყვია. მონეტამ დიუმას აღსასრულის მოახლოება აჩვენა, მწერალი გვერდით ოთახში გავიდა და გასროლის ხმა გაისმა, დიუმა ოთახიდან გამოვიდა და შეკრებილებს განუცხადა „ გავისროლე, მაგრამ ავაცილე“ .

ალექსანდრ დიუმა

ალექსანდრ დიუმა

უილიამ ბეროუზმა ერთერთ წვეულებაზე სტუმრების გაკვირვება გადაწყვიტა. მწერალმა მშვილდოსნის ვილჰელმ ტელის საქციელის გამეორება ჩაიფიქრა, რომელმაც ისარი საკუთარი შვილის თავზე შემოდებულ ვაშლს დაუმიზნა და მოარტყა. ბეროუზმა მეუღლის ჯოან ვოლმერის თავზე ჭიქა დადო და გაისროლა, მწერლის მეუღლე შუბლში ტყვიით ადგილზე გარდაიცვალა.

უილიამ ბეროუზი

უილიამ ბეროუზი

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მარინა ცვეტაევი აზერბაიჯანის ქალაქ ელაბუგში ევაკუაციის დროს გადაიყვანეს. ნივთების ჩალაგებაში მას ბორის პასტერნაკი ეხმარებოდა. პასტერნაკს ჩემოდნების შესაკრავად თან ჰქონდა თოკი, რომელზეც იხუმრა - „ეს თოკი ყველაფერს გაუძლებს, თუნცაც თავი ჩამოიკიდო“. მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ ამ თოკის მეშვეობით მარინა ცვეტაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბორის პასტერნაკი და მარინა ცვეტაევა

ბორის პასტერნაკი და მარინა ცვეტაევა

1835 წელს დედამიწას კომეტა გალილეიმ ჩაუარა, ორი კვირის შემდეგ კი მარკ ტვენი მოევლინა დედამიწას. 1909 წელს მან დაწერა : „ამქვეყნად კომეტას მოვყევი და მასვე გავყვები როცა მომავალ წელს კვლავ მოფრინდება“ . ასეც მოხდა - მარკ ტვენი 1910 წლის 21 აპრილს კომეტის გამოჩენიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მარკ ტვენი

მარკ ტვენი

ჰანტერ ტომპსონი თავისი რომანის „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ ეკრანიზაციის გადაღებების დაწყებამდე გადასაღებ მოედანზე მივიდა. რაულ დიუკის როლს ჯონი დეპი ასრულებდა , მწერალმა , რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, პირადად შეჭრა თმა კინოვარსკვლავს და მის თავზე უზარმაზარი სიმელოტე დატოვა.

ჰანტერ ტომფსონი

ჰანტერ ტომფსონი

უტოპიური ნაწარმოების „ასკეტური რუსეთი“ ავტორებმა არტემ სენატოროვმა და ოლეგ ლოგვინოვმა მოსკოვში მაღაზიიდან გასასვლელი გადაკეტეს. „არავინ აქედან არ გავა, სანამ ყველა აქ არსებული წიგნი არ გაიყიდება“ - ყვიროდნენ მწერლები ბოლო ხმაზე.

ოლეგ ლოგვინოვი და არტემ სენატოროვი

ოლეგ ლოგვინოვი და არტემ სენატოროვი

რადიო Jako.FM-ის გადაცემის "დილა შენთვის" სტუმრები გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და ამ გამომცემლობის წარმატებული პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორის" მონაწილე ნიკოლოს ტოტოღაშვილი რადიოს მსმენელებს ამ პროექტის მიშვნელობაზე და წარმატებაზე ესაუბრნენ. მაია ალუდაური ვარაუდობს, რომ ეს პროექტი შარშანდელის მსგავს წარმატებას მიაღწევსმ, რადგან მონაწილეთა განვითარებულობა და მათდამი მხარდაჭერა აშკარად გაიზარდა.

გადაცემის ვიდეოჩანაწერის სანახავად ეწვიეთ რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდს.

მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი

მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - მწერალი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - მწერალი

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: