6 ივლისს, საღამოს 5 საათიდან Lisi Wonderland-ში ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი სახელწოდებით „ზაფხულის დღის სიზმარი“ დაიწყება.

საღამოს ჯგუფ „Soft Eject“-ის კონცერტი გაიმართება და ბენდის წევრების მიერ შექმნილი წიგნის „მაწანწალა“-ს პრეზენტაცია შედგება.

ნამუშევარში პირველად ქვეყნდება ბენდის წევრების დაწერილი ტექსტები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც „Soft Eject“-ის ევროპაში პირველი ტურნეს დროს წერდა. წიგნს ერთვის CD, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის ალბომის Wanderer-ის განახლებულ ვერსიას. პრეზენტაციაზე ჯგუფი შეასრულებს სპეციალურ რეპერტუარს, რომლითაც აღადგენს მათი პირველი კონცერტების სახეს.

საღამოს „Soft Eject“ გამართავს საათნახევრიან კონცერტს, რომელზეც თავის ყველა ცნობილ სიმღერას დაუკრავს, კონცერტის შემდეგ კი სპეციალურად შექმნილ მინი სცენაზე „Soft Eject“-ის ყველაზე ცნობილი ჰიტის „Please Just Carry on“ რიმეიქის გადაღება დაიწყება. 24 წლის შემდეგ ამჯერად კლიპის ძველი მონაწილეების შვილები დასხდებიან მსმენელებად, მშობლებთან ერთად. კლიპში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: