ჯანსაღი ,,პასტას“ რეცეპტი მდიდარი ინგრედიენტებით და არომატებით, საკმაოდ დაბალკალორიული საკვებია. თუ დღის მანძილზე დაახლოებით 1 200-1 500 კალორიას იღებ, მასინ შეგიძლია თავისუფლად ისიამოვნო უგემრიელესი კარბონარათი. სადილის რეცეპტს თან მოვაყოლეთ ლიმონის არომატიანი ლიმონათის მომზადების მარტივი წესიც ცხელი დღეების გადასაგორებლად.

,,პასტას“ თითოეული ულუფის შემცველობაა: 393 კკალ, 18,5 გრ. ცილა, 43 გრ. ნახშირწყლები (რომელთაგან 5გრ. შაქარია), 15 გრ. ცხიმი (6,5 გრ. გაჯერებულს უჭირავს, 6 გრ. კი ბოჭკოვანს), 0,9 გრ. მარილი.

მომზადების დრო:

30 წთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ. სპაგეტი;
  • 50 გრ. ბარდა;
  • 2 ჩ/კ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი;
  • ½ წვრილად დაჭრილი ხახვი;
  • 2 ნაჭერი ლორი (15 მმ ზომის სისქის ნაჭრებად );
  • 100 გრ. დაჭრილი სოკო (პატარა ჯამი);
  • 1 ც. ყაბაყი (1სმ ზომის სისქის ნაჭრებად);
  • 15 გრ. პარმეზანი (წვრილად გახეხილი);
  • 2 ს/კ არაჟანი ან ნაღები;
  • მარილი და ახლად დაფქული შავი წიწაკა;

მომზადების მეთოდი:

საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ მაკარონი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში - მანამ, სანამ არ დარბილდება. დაუმატეთ ბარდა და კიდევ 2 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

პარალელურად გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი. დაამატეთ ხახვი, ბეკონი, სოკო და ყაბაყი. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. დააყოვნეთ ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში, 5 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ.

მაკარონი და ბარდა გადაიტანეთ საწურზე და რომ შეშრება, დაამატეთ ტაფაზე უკვე მომზადებულ ნაზავს. გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე. ამის შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და კარგად ამოურიეთ.

შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი ყველი. მიირთვით გრილ მდგომარეობაში.

ზაფხულის ლიმონათი ლიმონით

ლიმონის ლიმონათი

ლიმონის ლიმონათის მომზადების რეცეპტი

ლიმონათი ერთ-ერთი საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულის ცხელ დღეებში, გემრიელი სადილის შემდეგ კი ის ორმაგად სასიამოვნო დასალევია.

მომზადების დრო:

15 წთ

ინგრედიენტები:

  • 1 ½ ჭიქა შაქარი;
  • 1 ½ ჭიქა წყალი;
  • 1 ½ ჭიქა ლიმონის წვენი;
  • დასამატებლად - 4 ჭიქა ცივი წყალი.

მომზადების მეთოდი:

მაღალ ქვაბში ჩაასხით წყალი და გააცხელეთ, დაუმატეთ შაქარი და ურიეთ მანამ, სანამ კარგად არ გაიხსნება.

გაგრილების შემდეგ მომზადებულ სიროფს დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცივი წყალი და კარგად აურიეთ.

შემდეგ შედგით მაცივარში და გააცივეთ, დალევამდე კი დაუმატეთ ყინულის პატარა ნაჭრები.

სურვილის შემთხვევაში, ლიმონათს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი კენკროვანი ხილი, მაგალითად, მოცვი, ჟოლო და ა.შ. ისინი სასმელს ნათელ, ვარდისფერ ფერს მისცემს. მაგრამ, თუ კენკრა გეზედმეტებათ, შეგიძლიათ მხოლოდ კლასიკური ლიმონის არომატს დასჯერდეთ და ისიამოვნოთ.

ავტორი: თეონა მაღრაძე