ჩინეთის აკრძალული ქალაქი, ტერაკოტას არმია და ჩინეთის დიდი კედელი, საინტერესო და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მარშუტებია. მათზე არანაკლებ მიმზიდველია სხვა ადგილებიც, რომელიც ჯერ არ „აღმოუჩენიათ „ და არ „დაუპყრიათ“ ტურისტებს.

ფანიუ - ყვავილების ქალაქი

ველური ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მიმზიდველი ადგილი. ეს ადგილი ცნობილია როგორც „ყვავილების ქალაქი“, სადაც სინთეზურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ბუნება, პარკები და ბაღები. განსაკუთრებით საინტერესოა კუანგჭოუ ფანიუ- ყველაზე დიდი ბაღი მსოფლიოში, სადაც იზრდება მხოლოდ მზესუმზირები. სწორედ მათი ყვავილობის დროს არის ყველაზე შთამბეჭდავი იქაურობა.

ქაიფინგი - უცნაური და ულამაზესი ადგილი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და განსხვავებული ადგილი. ქ. კუანგჭოუდან სამი საათის სავალზე. ის იყო პოპულარული ადგილი დასასვენებლად მეოცე საუკუნეში. აქ არის ძალიან ბევრი „არაჩინური“ ადგილი.

იუნანი - ბრინჯის ტერასებით ცნობილი ადგილი

ბრინჯის ტერასები იუნანის პროვინციაში - ერთ-ერთი სანახაობრივი ადგილია. ყველაზე კარგია აქ სტუმრობა ნოემბრიდან აპრილამდე. ტერასებზე აშენებულია სპეციალური მოედნები , საიდანაც ყველა ტურისტს შეუძლია ამ სილამაზის დათვალიერება. „ბრინჯის ტერასების ქალაქამდე“ შეიძლება ავტობუსით წასვლა ქ.კუნმინიდან.

პინიაო - უძველესი ქალაქი

ეს უძველესი ქალაქი ძვ. წ. IX საუკუნეში აშენდა და თანამედროვე არქიტექტურული იერსახე ასი წლის წინ შეიძინა. მას შემდეგ ის არ შეცვლილა. ძველი პინიაოს მიმდებარე ქალაქის კედლები მთლიანად შენახულია , ისევე როგორც მრავალი ისტორიული ობიექტი - ტაძრები, სასახლეები, პაგოდები, რომლებიც ასახავს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ძველი ქალაქის კვარტლებში აშენებენ ტრადიციულ ჩინურ სახლებს. დღეს აქ შეიძლება ნახო 4000-მდე ტრადიციული, ძველებური სტილის სახლები.

ფოშანი - ხელოვნების ქალაქი

ამ ქალაქში შეგიძლია ეზიარო ხელოვნების ნიმუშებს. სურათები, კერამიკა, ქაღალდი, კალიგრაფია - ამ ყველაფრის ცენტრია ეს ქალაქი. ასევე აქ შეძლებთ თვითონ გამოძერწოთ თიხისგან სხვადასხვა ნივთები.