შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

.

.

მხატვრული პროგრამის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ არენაზე მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმი გაიმართა. საქართველოს დროშა მოციგურავე ალინა ურუშაძემ შემოიტანა (გახსნის ცერემონია ასევე ჩატარდა სენტ-მორიცში, სადაც გაიმართება მოციგავეთა შეჯიბრება. იქ ჩვენი მედროშე იყო ლაშა მჭედლიანი). ამას მოჰყვა შოუ სახელწოდებით „სახლი,“ შემდეგ კი, ტრადიციის შესაბამისად, სტადიონზე შემოიტანეს ოლიმპიური დროშა და დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი.

.

.

თამაშების ახალგაზრდა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო ლომიტეტის თავმჯდომარემ ვირჯინი ფევრემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. როგორც ბახმა აღნიშნა, შვეიცარია საერთო სახლია ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული ხუთივე კონტინენტის ქვეყნებისთვის: „თამაშების ორგანიზატორებმა მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ თავი კომფორტულად იგრძნოს. კეთილი იყოს თვენი მობრძანება სახლში.“

თამაშები გახსნილად შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: