ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის საზეიმო გაიხსნა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ საიტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სკოლის შენობა

სკოლის შენობა

ღონისძიებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა,მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, სპორტის დამსახურებული ოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მოჭადრაკეები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდი ნამდვილად იმსახურებდა ამ პროექტის განხორციელებას: ,, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრადიციები რაც ამ კუთხეს გააჩნია, გაგრძელდება და უნიჭიერეს ახლაგაზრდებს ვიხილავთ ამ სკოლიდან.“

ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი

საჭადრაკო სკოლის განახლებისთვის 904 367 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის კონსტრუქციულ ნაწილს. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები, აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა.

ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.